ბინის ყიდვა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებაა, რომელიც მოითხოვს საფუძვლიან დაგეგმვას, კვლევას, არაერთი ფაქტორის გათვალისწინებას, როგორიცაა ადგილმდებარეობა, ფასი და მდგომარეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ირჩევს უძრავი ქონების ბროკერს, ან სააგენტოს, როგორც შესყიდვის, ასევე გაყიდვის პროცესის გასამარტივებლად, არსებობს უამრავი უპირატესობა, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ბინის ყიდვა გაყიდვა მაკლერის გარეშე.
👉 ამ ბლოგ პოსტში განვიხილავთ ამ მეთოდის უპირატესობას. დაგეხმარებით გადაწყვიტოთ, არის თუ არა ეს ვარიანტი თქვენთვის სწორი არჩევანი. ბევრ სხვა სარგებელთან ერთად, ჩვენ ვისაუბრებთ ხარჯების დაზოგვასა და პროცესების მარტივად კონტროლზე. მოგცემთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ ირჩევს ზოგიერთი სახლის მყიდველი, ან გამყიდველი, უარი თქვას მაკლერის დახმარებაზე. თუ ახალი ხართ უძრავი ქონების ბაზარზე, ან გინდათ შეცვალოთ მეთოდები და აწონ-დაწონოთ მაკლერის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაეცანით ჩვენს ბლოგს.
ბინების ყიდვა გაყიდვა მაკლერის გარეშე – ძირითადი უპირატესობები
👉 ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი შემდეგია:
- შემცირებული ხარჯები: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა შემცირებული ხარჯებია. უძრავი ქონების აგენტები, როგორც წესი, მთლიანი ფასის საკმაოდ მსუყე საკომისიოს იღებენ. ბროკერის გარეშე სახლის შეძენა/გაყიდვით, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ამ საფასურის გადახდა, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ფინანსებს.
- კონტროლის საშუალება: უძრავი ქონების აგენტი ხშირად თავად იღებს სრულ პასუხისმგებლობას – ის განსაზღვრავს ფასს, მარკეტინგულ დეტალებსა და პოტენციურ მყიდველებთან დამოუკიდებლად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მიუხედავად იმისა, რომ მაკლერს აქვს შესაბამისი კომპეტენცია და მისი ცოდნა ღირებულია, საბოლოოდ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ პროცესის კონტროლის საშუალება.
მაგალითად, თუ გსურთ ბინების ყიდვა მაკლერის გარეშე, თქვენ თავად შეგიძლიათ დაადგინოთ ფასი საკუთარი კვლევისა და ადგილობრივი ბაზრის გაცნობის შემდეგ. ეს საშუალებას მოგცემთ დარწმუნდეთ, რომ სახლის ფასი კონკურენტუნარიანია და ასახავს მის რეალურ ღირებულებას.
- მარკეტინგული სტრატეგია: გარდა ამისა, ბინის გაყიდვისას საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგია ქონების რეკლამაა პოპულარულ უძრავი ქონების ვებსაიტებზე. თქვენ დროის, რესურსების დახარჯვის გარეშე მარტივად მოახერხებთ განათავსოთ განცხადება, ან იმ შემთხვევაში, თუ ბინის შეძენა გსურთ, თავად მოიძიებთ ვარიანტებს ვებსაიტზე.
- უშუალო მოლაპარაკება: ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბინის გაყიდვა მაკლერის გარეშე სახლის მფლობელებს საშუალებას აძლევს უშუალოდ მოლაპარაკება აწარმოონ პოტენციურ მყიდველებთან. ეს იდეალური საშუალებაა უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის.
მაკლერებს საკუთარი დღის განრიგი და პრიორიტეტები აქვთ. ასევე, ისინი თქვენს გარდა სხვებსაც ემსახურებიან, რამაც შეიძლება შეზღუდოს თქვენი ბინისთვის განკუთვნილი დრო.
👉 ბროკერის გარეშე სახლის ყიდვის, ან გაყიდვისას უშუალოდ გამყიდველთან მოლაპარაკება კი საშუალებას გაძლევთ ორივე მხარეს გამოხატოთ თქვენი საჭიროებები, პრეფერენციები უფრო მკაფიოდ და პირდაპირ. ეს ხელს უწყობს ნდობის დამყარებას მყიდველსა და გამყიდველს შორის, რაც გარიგების წარმატებით დასრულების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თქვენ მარტივად შეჯერდებით დეტალებზე: თანხის გადახდის პირობები, სახლის დაცლის ბოლო თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროცესზე.
გაითვალისწინეთ, რომ უშუალოდ დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეიძინოთ ბინები განვადებით დაბალ ფასად, ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე.
როგორ გეხმარებათ ონლაინ პლატფორმა ყიდვა გაყიდვაში
უძრავი ქონების ვებსაიტებზე განცხადებების განთავსება ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა და ამას თავისი მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, უძრავი ქონების ვებსაიტები გვთავაზობენ ვარიანტების ფართო სპექტრს, განცხადებები შეგხვდებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სახლები იმ ადგილებში, რომლებსაც სხვა დროს არ განიხილავდით, მაგრამ დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ დაინტერესდით.
- მოხერხებულობა: უძრავი ქონების ვებსაიტები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ქონება დღის, ან ღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ეს აგარიდებთ სააგენტოებისა და მაკლერების ძიების პროცესს, რაც ხშირად საკმაოდ შრომატევადი პროცესია.
- მრავალფეროვნება: უძრავი ქონების ვებსაიტები გვთავაზობენ ქონების ფართო არჩევანს. ეს შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა წერტილები, რეგიონები, კურორტები და ა.შ. არჩევანის დიდი საშუალების გამო, მომხმარებელი უფრო ადვილად იპოვნის ისეთ ქონებას, რომელიც აკმაყოფილებს მის საჭიროებებსა და ბიუჯეტს.
- პერსონალიზაცია: უძრავი ქონების ვებსაიტები გვთავაზობენ მარტივ და ეფექტურ საძიებო ინსტრუმენტებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააკონფიგურირონ თავიანთი ძებნა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა მდებარეობა, ფასების დიაპაზონი, საძინებლების რაოდენობა და სხვა. ეს აადვილებს მათი პრეფერენციების შესატყვისი სახლების პოვნას.
- ინფორმაცია: პლატფორმაზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია თითოეული ქონების შესახებ, მათ შორის ფოტოები, აღწერილობები და ა.შ..
მთლიანობაში, უძრავი ქონების ვებსაიტი საუკეთესო ხელსაწყოა, განსაკუთრებით დღევანდელ ცხოვრებაში, როცა გადატვირთული დღის პირობებში რთულია დრო გამოვნახოთ ბინების მოსაძიებლად. ონლაინ პლატფორმის დახმარებით განსაკუთრებით მარტივდება ბინების ყიდვა გაყიდვა მაკლერის გარეშე. შესაბამიოსად, ეს არის იდეალური რესურსი მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს, ან გაყიდოს ქონება საუკეთესო პირობებით – დროის, ენერგიისა და რეურსების დაზოგვის პარალელურად.