ბინები თბილისში

ბინები თბილისში გრადასგან

გრადა ვილა ახალი კონცეფციის საცხოვრებელი უბანია დიღომში, რომელიც ცენტრალურ, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილას მდებარეობს. თბილისის “საქალაქო სასამართლოდან 3 წუთის სავალზე.

შეთავაზების მიღება

წარმოგიდგენთ რუბრიკას “იყიდება ბინა თბილისში”. აქ მოცემულია საქართველოს საუკეთესო დეველოპერული კომპანიების შემოთავაზებები თბილისში უძრავი ქონები მყიდველთათვის – მხოლოდ საგულდაგულოდ შერჩეული განცხადებები.

თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ან დახმარება გჭირდებათ სასურველი ბინის მოძიებაში მოგვწერეთ და მაქსიმალურად ვეცდებით უმოკლეს დროში გაპოვნინოთ ბინა თბილისში, რაც მთავარია უფასოდ.

თუ გაინტერესებთ კონკრეტულად მშენებარე ბინები განვადებით დაბალ ფასად 👈 ეწვიეთ მითითებულ ბმულს.

იყიდება ბინა თბილისში იაფად

ამ განყოფილებაში მხოლოდ იაფ და შედარებით დაბალი ფასის უძრავი ქონების შეთავაზებებს ნახავთ თბილისის სხვადასხვა უბნებიდან.

ქვემოთ მოცეული ბინების მაქსიმალური ფასია 30,000 $.

როგორ უნდა ვიპოვოთ ბინები თბილისში იაფად?

მიუხედავად იმისა, რომ “გრადა” და სხვა სამშენებლო კომპანიები ბინების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, თბილისში ბინების პოვნა შეიძლება დაუსრულებლად გაიწელოს, მითუმეტეს, თუ ჩვენი მიზანი უძრავი ქონების იაფად შეძენაა. მიუხედავად იმისა, რომ ბინები თბილისში ელვის სისწრაფით შენდება, ფასი ყოველწლიურად მზარდია. 2022 წლის მონაცემებით თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 1 070 დოლარს უდრის. 

უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და თბილისის შემთხვევაში მიგრანტების დიდი ნაკადი დამატებითი ბიძგი გახდა. ბინები თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, მას მოჰყვება ვაკე, შემდეგ საბურთალო, ბოლო პოზიციებს კი ისანი, გლდანი და სამგორი იკავებს.

თბილისში ბინების იაფად პოვნის ყველაზე ეფექტური გზა

ტრადიციული მეთოდები – ახლობლებში გაკითხვა, ჟურნალ-გაზეთებში განცხადებების მოძიება და უშედეგოდ სიარული ბინების დასათვალიერებლად დიდად შედეგის მომტანი ვერ არის. დღევანდელ რეალობაში ამდენი დრო და ენერგია არავის აქვს. ბინის ონლაინ ძიება უალტერნატივოა, მაგრამ აქაც არის გარკვეული ხარვეზები.

უამრავი ონლაინ პლატფორმა არსებობს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყიდვა-გაყიდვის განცხადებები,  თუმცა,ასეთი ვებსაიტები ხშირად არ არის ტექნიკურად გაუმართავი, UX (მომხმარებელთა გამოცდილება) კი არ არის გათვალისწინებული. საძიებო სისტემა, თავის მხრივ, ხშირად არაეფექტურია და დადებული განცხადებების ავ-კარგიანობა ზოგჯერ ეჭვქვეშ დგება. 

რთულია მოიძიო ის, რაც კონკრეტულად შენ გინდა, მაგალითად – ბინები თბილისში იაფად, რადგან არ არსებობს შესაბამისი კატეგორიები და მომხმარებელს უჭირს საერთო ვრცელ სიაში მისთვის პრიორიტეტული ბიუჯეტური ბინის მოძიება. გარდა ამისა, სხვადასხვა ვებსაიტებზე განცხადებები სისტემატურად არ ახლდება.

Buyhouse ითვალისწინებს ყველა არსებულ პრობლემას და მომხმარებელს უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს – თანამედროვე ტექნოლოგიები, ვიზიტორებზე მორგებული საძიებო სისტემა და მუდამ განახლებადი გასაყიდი ბინების სია. თქვენ არ მოგიწევთ დაუსრულებლად ვებსაიტების შემოწმება – აქ დაგხვდებათ იაფი ბინების ცალკე კატეგორია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა უბნებიდან გასაყიდად სულ ახლახან გამოტანილი ბინები. 

თქვენ პირველი ნახავთ ქალაქში ყველაზე მოთხოვნად უძრავ ქონებას. ვებსაიტზე დაგხვდებათ განცხადებები, რომელთა ვალიდურობა შემოწმებულია, შესაბამისად თქვენ არ მოგიწევთ არააქტიური განცხადებების აქტიურისგან გარჩევა.  

buyhouse.ge-ს მისია მომხმარებლისთვის საცხოვრებლის ძიების პროცესის მაქსიმალური გამარტივებაა, სწორედ ამიტომ მან ბაზარზე გამოჩენისთანავე მოარგო თავისი ვებსაიტი საძიებო სისტემის სტანდარტებს. 

ვებსაიტზე შეგეძლებათ შეარჩიოთ როგორც თბილისსა და ბათუმში მდებარე ახალაშენებული ბინები, ისე მშენებარე ბინები თბილისის უბნების მიხედვით. ვებსაიტზე შეხვდებით ისეთ ბინებსაც, რომლებიც განვადებით არის ხელმისაწვდომი. ვებსაიტზე მოცემულია მოცულობითი ინფორმაციაც კონკრეტულ ქალაქსა თუ უბანში არსებული უძრავი ქონების შესახებ. ასეთი ტიპის ცნობები საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი და საკუთარი ფინანსური რესურსები გონივრულად გამოიყენოთ.

ჩვენ ლაივ რეჟიმში ვადევნებთ თვალს თბილისის უძრავი ქონების ბაზარს, ფასებისა და მოთხოვნის ცვლილებას. ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, თუ უბრალო დეტალი შემდეგ აისახება ვებსაიტზე და დამუშავებული, ინფორმატიული სახით მიდის მომხმარებელთან.