ბინები თეთრი კარკასით

სარჩევი

ეძებთ დასრულებულ, მოწესრიგებულ და საცხოვრებლად გამზადებულ ბინას? მაშინ გეტყვით, რომ ბინები თეთრი კარკასით ზუსტად თქვენთვისაა. 

არ დახარჯოთ დრო და ენერგია “შავი სამუშაოს” თავად კეთებაში, დაათვალიერეთ დეველოპერული კომპანიების მიერ უზადოდ შესრულებული პროექტები და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი.

რას ნიშნავს თეთრი, შავი და მწვანე კარკასი?

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც წესი, ახალაშენებული ბინები დასრულებული სახით ბარდება, მაგრამ საქართველოში ხშირად მფლობელს ბინის გარემონტება საკუთარი გემოვნებით სურს. ასე დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე ბინის კონდიციის გამომხატველი ტერმინოლოგია, რომელიც მართალია არაოფიციალურია, თუმცა საცხოვრებლის მდგომარეობას ზუსტად გადმოსცემს.

👉 ახალაშენებული ბინები თბილისში ძირითადად ასეთი ვარიანტებითაა:

  • შავი კარკასი საუკეთესო ვარიანტია, თუ თავად გსურთ ბინის მოწყობა და საკუთარი სურვილებით რემონტი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, შავი კარ­კა­სი მო­ი­ცავს ბაზისურ საკითხებს: რკინის კარები, კარ-ფანჯარა, კა­რებამდე მიყვანილი კომუნიკაციები. უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი – და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა
  • შავთან შე­და­რე­ბით ბინები თეთრი კარკასით მეტ დას­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მო­ი­ცავს. ის ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს და ბინა უკვე კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტის­თვის არის მზად. უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი – და­ზო­გი­ლი დრო და ენერ­გია, მარ­ტი­ვია გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად.
  • მწვანე კარკასი კი ფაქტობრივად სრულყოფილი პროექტია.  შებათქაშებული, ერთი პირით გალესილი კედლების, გათბობის მილებისა და სანტექნიკური მილგაყვანილობების გარდა, მწვანე კარკასი ხშირ შემთხვევაში ორიენტირებულია ენერგოეფექტურ მასალებზე. უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი – მეტი კომ­ფორ­ტი, ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი, ენერგოეფექტურობა.

ბინები თეთრი კარკასით იაფად

ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტია, მაგრამ უძრავი ქონების მუდმივად მზარდი ფასების პარალელურად, ხშირად რთულია მისაღები ბიუჯეტური ვარიანტების ნახვა. ბინები თეთრი კარკასით იაფად ჩვენთან ცალკე კატეგორიაში მოქცეული, რათა უფრო გაგიმარტივდეთ სასურველი უძრავი ქონების ნახვა. 

რატომ უნდა შეიძინოთ თეთრი კარკასი

ბი­ნის ყიდ­ვა ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე კარ­გად და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი, პრეფერენციები და შემდეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას უნდა მოერგოს. თუ გსურთ პროფესიონალის დახმარება ამ ამბავში, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ მაკლერის ნომრები ერთ ცხრილში.

სა­სურ­ვე­ლი ბი­ნის შერ­ჩე­ვის შემდეგი ეტაპი მისი მოწყობაა. ვინაიდან არსებობს სხვადასხვა პროექტი – თეთრი კარკასი, მწვანე და შავი, ამიტომ მო­გაწ­ვდით სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ევროპის ქვეყნებში არ არსებობს დაყოფა კარკასების მიხედვით, მაგრამ ჩვენთან დიდი ხანია  ძალიან პოპულარული კლასიფიკაციაა. 

მართალია შავი კარკასი, როგორც წესი, ყველაზე იაფია და ხშირად იყიდება ბინა იაფად, თეთრი კარკასი ნულიდან გასარემონტებელია. ამიტომ, სახლის პატრონს უწევს უამრავი ენერგიის, რესურსის და ნერვების ხარჯვა. 

თეთრი კარკასი ბევრად მისაღებ ვარიანტს გვათვაზობს. ეს შეიძლება იყოს კოსმეტიკური რემონტი, ან თითქმის ბოლომდე დასრულებული ბინა, ყველაფერი დამოკიდებულია დეველოპერულ კომპანიაზე. 

თუმცა, უმეტეს შემთხვევაში თეთრი კარკასის კედლები პერიმეტრზე შელესილია, ხოლო შიდა ტიხრები პროექტის გათვალისწინებითაა ამოყვანილი. შავი კარკასის შემთხვევაში ელექტროგაყვანილობა კარებამდე მიყვანილი, ხოლო თეთრ კარკასში კი სრულიად გაყვანილია. იატაკი მოჭიმულია. სპეციალური ადგილები გამოყოფილია როზეტებისა და გადამრთველებისთვის. სუსტწერტილოვანი სისტემის სადენები, იგივე ინტერნეტის სადენი და სხვა, გამართულია და  შესასვლელ კარამდეა მიყვანილი. 

რაც შეეხება აბაზანას, აქ შეყვანილია წყლის და კანალიზაციის  მილები. აგრეთვე, სამშენებლო კომპანიაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა დამონტაჟებული უნიტაზი. აბაზანას აქვს შესაბამისი კარები და მზადაა შემდეგი სამუშაოებისთვის, როგორიცაა:  ფილებისა და ლამინატის დაგება, კედლების შეღებვა და ა.შ. 

შეიძინეთ ბინეიბ თეთრი კარკასით დაბალ ფასად თბილისში

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინოთ თეთრი კარკასი, არის გამართული გათბობის სისტემა. უმეტეს შემთხვევაში, სამშენებლო კომპანია მოიაზრებს  ცენტრალური გათბობის მილების გაყვანას. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია სატელეფონო ხაზები და საკაბელო ტელევიზია. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია პირობებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში,  თქვენ იღებთ უამრავ უპირატესობას და ზოგავთ დროსა და ნერვებს შავ სამუშაოებზე.

👉 თუ გადავხედავთ საქსტატის მონაცემებს, ვნახავთ, რომ მშენებარე ბინები განვადებით იაფად ყოველთვის ძალიან მოთხოვნადია. თუმცა, ასევე პოპულარულია შედარებით ძვირი ბინები. 2022 წლის მეორე კვარტალში ახალაშენებული ბინები ყველაზე ძვირად იყიდებოდა დედაქალაქის შემდეგ 3 უბანში(ფასები 1 კვადრატული მეტრის მიხედვით):

  • მთაწმინდა – 4 339 ლარი
  • ვაკე – 3 846 ლარი
  • კრწანისი – 2 937 ლარი 

ბინების ღირებულება განსხვავებულია კარკასების მიხედვით. საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში მწვანე კარკასის ღირებულება 1 კვ.მ.-ზე 2920 ლარი იყო,  თეთრის 2 505 ლარი, ხოლო შავის კი 2 216 ლარი ღირდა.

მიუხედავად იმისა, რომ შავი კარკასი უფრო იაფია, როგორც უკვე მიმოვიხილეთ, შავი კარკასის დროს ყველაფრის გაკეთება თავად გიწევთ, რაც საბოლოო ჯამში საერთოდ არაა ბიუჯეტური.

ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს. აქ დაგხვდებათ ბინები თეთრი კარკასით, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებასა და ბიუჯეტს მოერგებიან.