ინტერიერის დიზაინი არის შენობის შიდა ნაწილის მოწყობის ხელოვნება, რომელიც გვეხმარება ფუნქციური და ესთეტიკურად სასიამოვნო სივრცის შექმნაში.
რა არის ინტერიერის დიზაინი?
ინტერიერის დიზაინი დღესდღეობით ბევრად პოპულარული მიმართულებაა საქართველოში, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ქვეყანაში იმიგრანტთა რაოდენობის ზრდით, სამშენებლო ბაზრის გაფართოებით ან უბრალოდ იმით, რომ პროფესია საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა buyhouse.ge მომხმარებელს სთავაზობს ახალაშენებულ და მშენებარე ბინებს, რომლებიც მაცხოვრებელს ინტერიერის დამოუკიდებლად შექმნის საშუალებას მისცემს. მშენებარე ბინები ვებსაიტზე მრავლადაა წარმოდგენილი და არჩევანის გაკეთებას მნიშვნელოვნად უმარტივებს მომხმარებელს.
რას აკეთებენ ინტერიერის დიზაინერები?
- ისინი აგეგმარებენ სივრცეს ოთახებში ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და დეკორაციების სწორად განსათავსებლად. ამასთან ერთად, მათი პასუხისმგებლობაა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა ნივთების ისე განლაგება ორგანიზება, რომ მათ ადამიანებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ.
- არჩევენ მასალებსა და ფერებს ავეჯისთვის, ასევე ზრუნავენ ისეთი შპალერის შერჩევაზე, რომელიც დიზაინს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
- უზრუნველყოფენ იმას, რომ დიზაინი მაცხოვრებლების პრაქტიკულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
- ზრუნავენ ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის, აქსესუარებსა და დეკორაციების შერჩევაზე.
ჩვენს პლატფორმაზე შეგეძლებათ ნახოთ ბინები თბილისში, რომლებიც თქვენს მოთხოვნებს იდეალურად უპასუხებს.
ინტერიერის დიზაინის ისტორია
ინტერიერის დიზაინს მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც საუკუნეებს მოიცავს და სხვადასხვა კულტურისა და დროის განვითარებად გემოვნებას, სტილსა და საზოგადოებრივ ღირებულებებს ასახავს.
ინტერიერის დიზაინის ისტორიის მოკლე მიმოხილვა კი ასე გამოიყურება:
უძველესი ცივილიზაციები
ინტერიერის დიზაინი ისეთ ცივილიზაციებშიც კი არსებობდა, როგორიცაა ეგვიპტე და მესოპოტამია. უძველესი ადამიანები თავიანთი სახლების გასაფორმებლად დიზაინისა და ავეჯის ყველაზე მარტივ ფორმებს იყენებდნენ. ეგვიპტელები, მაგალითად, ცნობილნი იყვნენ თავიანთი სახლებში მდიდრული მასალისა და კომპლექსური დეკორაციების გამოყენებით.
ანტიკური ხანა
ბერძნებმა და რომაელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ინტერიერის დიზაინის პრინციპების ჩამოყალიბებაში. ბერძნები უპირატესობას ანიჭებდნენ სიმარტივეს, წონასწორობას და ჰარმონიას თავიანთ დიზაინში, ხოლო რომაელებმა ფუფუნებისა და სიმდიდრის კონცეფცია შემოიღეს შიდა სივრცეებში.
შუასაუკუნეებისა და რენესანსის პერიოდები
შუა საუკუნეებში ინტერიერის დიზაინზე დიდი გავლენა მოახდინა ეკლესიამ, შესაბამისად, დროის ამ მონაკვეთში ინტერიერი სავსე იყო რელიგიური მოტივებითა და სიმბოლიზმით.
რენესანსის პერიოდში ესთეტიკის მიმართ ინტერესმა პიკს მიაღწია, სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში ყურადღება ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში კლასიკური ელემენტების გამოყენებაზე გამახვილდა.
თუ შუა საუკუნეების სტილი განსაკუთრებით გიზიდავთ, ყოველთვის ოცნებობდით საკუთარი სახლის ინტერიერის თავად შექმნაზე, თუმცა საცხოვრებელი სახლის შესაძენად თანხას სრულად ვერასდროს აგროვებთ, buyhouse.ge-ზე დაგხვდებათ შიდა განვადება ბინებზე, რომლებიც საშუალებას მოგცემთ საკუთარი დიდი ხნის სურვილი რეალობად აქციოთ.
ბაროკოსა და როკოკოს ეპოქა
მე-17 და მე-18 საუკუნეების ბაროკოსა და როკოკოს შიდა ინტერიერის დიზაინი ხასიათდებოდა დახვეწილი ინტერიერით, მდიდარი ქსოვილებით, რთული დეტალებითა და მდიდრული დეკორაციებით. ეს სტილებს ხშირად უკავშირებდნენ ევროპულ არისტოკრატიას.
მე-19 საუკუნე
ინდუსტრიულმა რევოლუციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ინტერიერის დიზაინში. მასობრივი წარმოების განვითარებამ ავეჯი და დეკორატიული ნივთებს უფრო ხელმისაწვდომი გახადა საშუალო კლასისთვის. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა დიზაინის ისეთი მოძრაობები, როგორიცაა Arts and Crafts და ვიქტორიანული სტილი.
არტ ნუვო და არტ დეკო
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში არტ ნუვო გაჩნდა – მიმართულება, რომელიც ბუნებრივ ფორმებს მოიცავდა.
ამავე დროს გახდა პოპულარული არტ დეკოც, რომელიც ხაზს გეომეტრიულ ფორმებს და თანამედროვე მასალებს უსვამდა.
მე-20 საუკუნის შუა ხანები
მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მოდერნიზმისა და მინიმალისტური დიზაინის აღზევება აღინიშნა, აქცენტი კი ფუნქციურობაზე, სიმარტივესა და ისეთი მასალების გამოყენებაზე გაკეთდა, როგორიცაა ფოლადი და მინა.
პოსტმოდერნიზმი და თანამედროვე დიზაინი
პოსტმოდერნიზმმა მე-20 საუკუნის ბოლოს უარყო მოდერნიზმის მკაცრი მინიმალიზმი და აიტაცა ეკლექტიკური სტილი.
თანამედროვე ინტერიერის დიზაინი დღეს ხასიათდება სტილის მრავალფეროვანი ასორტიმენტით და ფოკუსით ინდივიდუალობასა და თვითგამოხატვაზე.
გარემოს დაცვა და ტექნოლოგია
ბოლო წლებში ინტერიერის დიზაინზე გავლენა იქონია ეკო-მეგობრულ საცხოვრებლებზე ინტერესის ზრდამ.
მწვანე დიზაინის პრაქტიკა და ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიის გამოყენება თანამედროვე რეალობაში გამორჩეული ტენდენციებია.
buyhouse.ge-ს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მშენებარე ბინები თბილისში, რომლებიც არამხოლოდ თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ სრულ თავისუფლებას მოგცემთ დეკორაციებისა და ზოგადი ინტერიერის შერჩევის საკითხში.
ინტერიერის დიზაინი და რემონტი
ერთი შეხედვით, შესაძლოა ეს ორი პროცესი ერთმანეთს ნაკლებად უკავშირდებოდეს, თუმცა სახლის რემონტისას მცირე დეტალების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა მაცხოვრებელსა და ინტერიერის დიზაინერს არ მისცეს საშუალება თავისი ხედვის საუკეთესოდ განხორციელების.
იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ, მნიშვნელოვანია რემონტისას შემდეგი ფაქტორები მივიღოთ მხედველობაში:
რემონტის კეთებისას, ინტერიერის დიზაინის რამდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი, რათა უზრუნველყოთ თქვენი სახლის ახალი იერსახე ფუნქციონალური და ესთეტიკურად სასიამოვნო. აქ არის რამდენიმე ძირითადი მოსაზრება:
- წინასწარ ზუსტად განსაზღვრეთ სად გსურთ განათება განთავსდეს, ეს საკითხი აუცილებლად განიხილეთ სპეციალისტებთან. ასე ინტერიერის დიზაინერს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დააზღვევთ და ოთახში განათების განაწილების სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემთ.
- ყურადღებით შეარჩიეთ იატაკისა და კედლების ის მასალები, რომლებიც თქვენთვის სასურველ ინტერიერს შექმნის სახლში.
- სანტექნიკის გამართვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი აბაზანა არის როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკურად სასიამოვნო.
- თაროების ჩაშენების იდეის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია როგორც ინტერიერის დიზაინერთან, ისე შესაბამის პროფესიონალებთან.
- რემონტის პროცესში პროფესიონალებს ინფორმაცია თქვენთვის სასურველი ინტერიერის სტილის შესახებაც მიაწოდეთ, რათა სარემონტო პროცესიც შესაბამისი პრინციპებით წარმართონ.
- დარწმუნდით, რომ რემონტის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებთ, რომლებიც არც გარემოს და არც თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს.
- ინტერიერის დიზაინერს გააცანით თქვენი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებები, რათა სივრცე შესაბამისად დაგეგმოს. მაგ.: თუ ისეთ ჰობი გაქვთ, რომელსაც გსურთ თქვენი საცხოვრებელი მოარგოთ, ამის შესახებ დიზაინერს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია.
- თუ რემონტის ან დიზაინერის მიერ სივრცის დაგეგმვა-განაწილების რომელიმე ეტაპი ბუნდოვანია თქვენთვის, აუცილებლად დასვით კითხვა და მოითხოვეთ განმარტება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ვერ მიიღოთ სასურველი ბინის ინტერიერის დიზაინი.
ჭკვიანი სახლი
ჭკვიანი სახლი საცხოვრებელი სივრცის სრულ ავტომატიზებას მოიცავს, რაც მაცხოვრებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად, აპლიკაციის მეშვეობით მართოს სახლში არსებული ყველა ჭკვიანი მოწყობილობა.
ჭკვიანი სახლის მოწყობილობებია:
- ჭკვიანი საკეტები, რომლებიც მხოლოდ სახლის მაცხოვრებლების თითის ანაბეჭდებზე რეაგირებს.
- სიგნალიზაციის სისტემები, რომლებიც ნამწვის საგანგაშო რაოდენობის არსებობას ატყობინებს ადამიანებს. ამასთან ერთად, ასეთი სისტემები გამოიყენება სახლის უცხო პირებისგან დასაცავად.
- კამერები, რომლებიც გააკონტროლებს როგორც სახლის გარე პერიმეტრს, ისე შიდა ნაწილს.
Buyhouse.ge და მისი სერვისი
ჩვენს ვებსაიტს განსაკუთრებულად მისი თანამედროვე ფუნქციონალი აქცევს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუკეთესო შეთავაზება პირდაპირ სამშენებლო კომპანიებისგან მიიღოს.
ამისთვის საკმარისია მთავარ გვერდზე მიუთითოთ სასურველი უბანი თბილისში, ოთახების რაოდენობა, თქვენი ბიუჯეტი, ბინის ტიპი, ჩაბარების მდგომარეობა, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და სურვილისამებრ კომენტარიც.
თუ ბინები ბათუმში საუკეთესო პირობებით გსურთ მოიძიოთ, ამისთვის ჩვენი ვებსაიტის მთავარ გვერდზე, ღილაკ “ბათუმს” უნდა დააკლიკოთ, რის შემდეგაც შესაბამის ველებში ჩვენთვის თქვენი პირადი ინფორმაციის დატოვებას შეძლებთ.