მშენებარე ბინები განვადებით

სამშენებლო პროექტები თბილისსა და ბათუმში რჩეული დეველოპერული კომპანიებისგან

მშენებარე ბინები გრადასგან

გრადა ვილა ახალი კონცეფციის საცხოვრებელი უბანია დიღომში, რომელიც ცენტრალურ, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილას მდებარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოდან 3 წუთის სავალზე.

გრადა ვილა შედგება 16, უმაღლესი ხარისხის მაღალ ტექნოლოგიური სამ სართულიანი სახლისგან, რომელთაგან თითოეულის საერთო ფართი შეადგენს 215 კმ-ს.

პირველ სართულზე განთავსებულია სტუდიოს ტიპის მისაღები – სამზარეულო ვიტრაჟული ფანჯრებით, სველი წერტილით.

მეორე სართულზეა  3 საძინებელი აივნებით, სათავსო ოთახითა და  სველი წერტილით.

მინუს ერთ სართულზე სტუდიოს ტიპის მისაღები – სამზარეულოთი. იზოლირებული ვიტრაჟული სივრცით ღვინისთვის.  სველი წერტილით.

აქ ყველაფერია თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის:

კეთილმოწყობილი ეზო ინდივიდუალური საპარკინგე ადგილით, ავტომატური გაღების კარი დომოფონით.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გრადა ვილას მაღალი ხარისხით აშენებას:

შემავსებელი გარე კედლები აშენებულია გერმანული ბრენდი YTONG-ის თერმოსაიზოლაციო გაზობლოკით.

კედლები ილესება გერმანული ბრენდი KNAUF-ის ეკოლოგიურად სუფთა მასალით.

ელექტრო და სუსტი დენის სადენები გაყვანილია ჩეხური ბრენდი Draka-ს საკაბელო პროდუქციით.

შავი ფერის ალუმინის კარ-ფანჯარაა, გერმანული ბრენდი ROTO-ს აქსესუარებით, ორმაგი მინაპაკეტითა და გაღება-გადმოკიდების ფუნქციით. 

დამონტაჟებულია იტალიური ქვაბი, სექციური ალუმინის რადიატორებით და საშრობით.

აივნები მოპირკეთებულია ყინვაგამძლე კერამოგრანიტით. 

დამონტაჟებულია გაზონის ავტომატური სარწყავი სისტემა. ყველა კომუნიკაცია შეყვანილი და აბონირებულია.

გრადა გადადი მარტივად!

შეთავაზების მიღება

“გრადასა” და სხვა სამშენებლო კომპანიების გააქტიურება დიდწილად ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. მიუხედავად იმისა,რომ უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ყოველთვის ძალიან აქტიური იყო, პანდემიის შემდგომმა პერიოდმა ის კიდევ უფრო გააძლიერა. პროცესს დაემთხვა მიგრანტების შემოდინებაც, ყველა ამ ფაქტორმა კი  უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა. ცვლილება ყველა სეგმენტს შეეხო – გაძვირდა სამშენებლო მასალები და საცხოვრებელ სივრცეების ფასზე ამ ფაქტორმაც დიდი გავლენა იქონია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები  2023 წელს ბაზრის დასტაბილურებას ვარაუდობენ, უძრავ ქონებაზე ფასები შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მაინც გაიზრდება.

ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მშენებარე ბინებია როგორც დედაქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თბილისის შემდეგ მოწინავე ადგილს ბათუმი იკავებს – ზღვისპირა ქალაქი როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელების ყურადღების ცენტრშია. აქედან გამომდინარე, სასურველი ბინის პოვნა სულაც არაა მარტივი.

თუ გსურთ შეიძინოთ მშენებარე ბინები თბილისში იაფად, მოგვწერეთ რომელ უბანში გსურთ რამდენ ოთახიანი ბინის შეძენა. აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია  კარკასის სასურველი ტიპის შესახებაც.

გარდა თბილისისა, ჩვენ ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში მშენებარე ბინებს ერთ სივრცეში ვუყრით თავს, რათა ძიების პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ.

მშენებარე ბინები განვადებით თბილისში

ფასების ზრდა ყველაზე მეტად თბილისს შეეხო, ამიტომ მშენებარე ბინები განვადებით ყველაზე სასურველი ვარიანტია მყიდველისთვის, რომელსაც ურჩევნია თანხა ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. 

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი კვლავ ვაკეა და ეს ბინის ფასებზეც აისახება. ბევრი მიზეზი არსებობს იმის, თუ რატომაა ვაკეში ცხოვრება ასეთი მოთხოვნადი:

  • მოსახერხებელი ადგილმდებარეობა – ვაკე თბილისის ცენტრალური უბანია და მაცხოვრებელს ყველა ღირშესანიშნავი ადგილი ახლოს აქვს. გარდა ამისა, ვაკეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული  ცვლილებების შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ძალიან გამარტივდა, რაც ადგილს კიდევ უფრო ადვილად მისადგომს ხდის. 
  • სასიამოვნო ატმოსფერო – ვაკე ყოველთვის განთქმული იყო ცოცხალი ქუჩებითა და სხვადასხვა აქტივობებით. აქ ბარების, კაფეებისა და რესტორნების ფართო არჩევანია, რაც მას შესანიშნავ ადგილად აქცევს მათთვის, ვისაც  სოციალიზაცია და ახალ ადამიანებთან შეხვედრა სასიამოვნოა.
  • მნიშვნელოვან დაწესებულებებთან სიახლოვე – ვაკეში არაერთი ცნობილი სკოლა და რაც მთავარია, ბევრი უნივერსიტეტია. გარდა ამისა, უბანი იდეალურადაა დაგეგმარებული და მწვანე სივრცეების ნაკლებობასაც არ განიცდის – უბანში მდებარეობს მზიური, ვაკის პარკი და კუს ტბა. 

ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, არაერთი დეველოპერული კომპანია ახალ საცხოვრებელ კომპლექტებს აშენებს ვაკეში. ჩვენი გუნდი თვალს აქტიურად ადევნებს უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, ცვლილებები კი პლატფორმაზე ყველაზე სწრაფად აისახება.

ვაკეს პრესტიჟულობით არ ჩამორჩება საბურთალო. უბანი სპეციფიკური არქიტექტურითაა გამორჩეული. შეხვდებით როგორც გასული საუკუნის შენობებს, ასევე თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებს. საბურთალოს ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი მრავალფეროვნებაა. უბანი იძლევა საშუალებას  იცხოვრო ქალაქის ცენტრში, მაგრამ ამავდროულად შეარჩიო ისეთი ადგილი, რომელიც მეტად მწვანე იქნება, სავსე სასიამოვნო ხედებითა და სიმშვიდით. 

მიუხედავად იმისა, რომ “გრადას” ლისის ტბაზე ამ ეტაპზე არ აქვს პროექტი, ტერიტორია სამშენებლო კომპანიებს საკმაოდ კარგად აქვს ათვისებული. კეთილმოწყობილი ეზოები, პანორამული ხედები თბილისზე, 24 საათიანი დაცვის სისტემა, საბავშვო მოედანი – თანამედროვე დეველოპერული კომპანიები არაერთ უპირატესობას გთავაზობთ. ლისის მიმდებარედ დასახლება საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ ბუნებასთან სიახლოვით და ამავდროულად იყოთ ახლოს ქალაქის ცენტრთანაც. 

პოპულარული ადგილია ძველი იპოდრომის ტერიტორიაც. მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობა აქ კვლავ გრძელდება.

სანდო დეველოპერული კომპანიები მხოლოდ ჩვენთან

სანამ კონკრეტული ბინების ამორჩევას დაიწყებთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია სანდო სამშენებლო კომპანია მოიძიოთ. ვინაიდან, დღეს საქართველოში მშენებლობები ძალიან აქტიური ტემპით მიმდინარეობს, უძრავი ქონების ბაზარზე არაერთი დეველოპერული კომპანია შეგხვდებათ. აუცილებელია კარგად გამოიკვლიოთ ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებთან დაკავშრებით.

ჩვენ თქვენს მაგივრად ვეძებთ საუკეთესო ვარიანტებს, ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია. ჩვენს პლატფორმაზე სამშენებლო კომპანიების ისტორიისა და გამოცდილების ინტენსიურ მოკვლევას ვატარებთ იქამდე, სანამ მშენებარე ბინები განვადებით განთავსდება. 

ვებსაიტზე დაგხვდებათ მშენებარე ბინები ბათუმში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ადგილას მისაღები პირობებით.