ბინები შიდა განვადებით
თუმცა, დღეს უკვე არაერთ დეველოპერთან შეგხვდებათ ბინები შიდა განვადებით, ძირითადად მშენებარე ბინები. შიდა განვადება ძალიან მოსახერხებელი საშუალებაა ბინის მყიდველისთვის, რადგან აღარ დგას ფინანსური ორგანიზაციების ჩართვის საჭიროება.
რა არის შიდა განვადება?
ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან კარგად მოგვეხსენება ბანკების იპოთეკური სესხის აღებისას აუცილებელია შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. შიდა განვადების დროს სრულიად საკმარისია პირადობის მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შენაძენ ქონებაზე.
როგორც აღვნიშნეთ, პირობები დამოკიდებულია კონკრეტულ დეველოპერულ კომპანიაზე. მაგალითად, სამშენებლო კომპანია “iBuild” მომხმარებელს სხვადასხვა პირობასსთავაზობს. ერთ-ერთი ასეთია 15 წლამდე იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე. პირველად შენატანი 20% არის და მყიდველს ხელფასის არანაირი ცნობა არ სჭირდება, მხოლოდ პირადობა საკმარისია

განვადების პირობებს კომპანია წინასწარ ადგენს და ბინის მაძიებელი დეტალურად უნდა გაეცნოს ყველა პუნქტს. ძირითადად საჭიროა წინასწარი შენატანი, რაც კომპანიების მიხედვით, ქონების ღირებულების საშუალოდ 20-დან 50 %-მდე მერყეობს. შიდა განვადებას მიმზიდველს ხდის ის ფაქტიც, რომ წინასწარი შენატანის შემდეგ ქონების ღირებულება თანაბარ ნაწილად იყოფა და გადახდისას მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს როგორც ყოველთვიურად, ასევე მაგალითად სამ თვეში ერთხელ, უშუალოდ დეველოპერთან შეთანხმებისა და გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
დეველოპერული კომპანიების შემოთავაზებები
ადგილობრივმა დეველოპერულმა კომპანიებმა დიდი ხანია რაც დახვეწეს შიდა განვადების პირობები.
მაგალითად, სამშენებლო კომპანია “დირსი” მყიდველს რამდენიმე არჩევანს სთავაზობს:
1. შიდა განვადება:
პირველადი შენატანი 10 %-ის ოდენობით
0%-ანი 3 წლიანი შიდა განვადება
აქცია ვრცელდება მხოლოდ გარემონტებულ ბინებზე
განკუთვნილია ქართველებისა და კორპორატიული მომხმარებლებისთვის
2. შიდა განვადება:
2 წლიანი შიდა განვადება
30 პროცენტიანი პირველადი შენატანი
ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 20% იყოს გადახდილი
განკუთვნილია ემიგრანტების, უცხოელებისა და კორპორატიული მომხმარებლებისთვის
3. ბინა შემოსავლით:
შემოსავლის მქონე ბინის შეძენა
ინვესტიციიდან მინიმალური უკუგება 6%
“დირსი” გთავაზობთ მომავალში ბინების გაქირავებას
მაღალი მოთხოვნა კომპლექსში არსებული ბინის ქირაზე
სამშენებლო კომპანია “მ2”-ში ასევე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ბინები განვადებით. მათ აქვს როგორც ერთიანი გადახდის ვარიანტი, ასევე იპოთეკური სესხი. გარდა ამისა, არის უპროცენტო შიდა განვადება.
თუ გადაწყვეტთ ერთიანად გადახდას, “მ2” თქვენ ფასდაკლებით გასაჩუქრებთ.
შიდა განვადების შემთხვევაში ასეთი პირობებია:
- მინიმალური თანამონაწილეობა 10%
- წლიური საპროცენტო განაკვეთი უდრის 0%
- განვადების ვადა გრძელდება მშენებლობის დასრულებამდე
- უზრუნველყოფა – შესაძენი უძრავი ქონება
თუ ისურვებს იპოთეკურ სესხს, არის ამის შესაძლებლობაც, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტული ბანკის მიმდინარე ტარიფებზე.
ბინები შიდა განვადებით თბილისში
გარდა ამისა, თბილისში ბინები შიდა განვადებით ძალიან სწრაფად იყიდება. როგორც სხვადასხვა დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, დედაქალაქში ყველაზე მოთხოვნად უბნებად რჩება მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო. ყველა ამ უბანში გაზრდილია მოთხოვნა შიდა განვადებებზე. ვინაიდან ბევრი მყიდველისთვის გადახდის ეს მეთოდი ყველაზე მეტად მისაღებია, დღეს უკვე არაერთი დეველოპერული კომპანია შეგხვდებათ შიდა განვადების შემოთავაზებით.

რას გთავაზობთ ჩვენ
როგორც აღვნიშნეთ, ბევრი სამშენებლო კომპანია შიდა განვადების სისტემას აქტიურად იყენებს, მაგრამ ხშირად მყიდველს ძალიან უჭირს საკუთარ მოთხოვნილებებზე მორგებული შიდა განვადების პირობების ნახვა.
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე საძიებო სისტემებზე მორგებულ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ერთ კატეგორიაში ნახოთ თქვენთვის სასურველი უძრავი ქონება. ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს უძრავი ქონების ბაზარს – როგორ იცვლება იგი და ზუსტად ვიცით რა სურს მყიდველს. ამ შემთხვევაში, ვინაიდან შიდა განვადებით ბინები ძალიან მოთხოვნადია, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ მომხმარებელს ყველანაირი არჩევანი დახვდეს პლატფორმაზე.
თუ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ შეგიძლიათ იხილოთ მაკლერის ნომრები აქ.
აქ წარმოდგენილია ბინები შიდა განვადებით წინასწარი შენატანის გარეშე, ბინები შიდა უპროცენტო განვადებით, დედაქალაქისა და მთელი ქვეყნის სხვადასხვა წერტილში. ასევე, ვარჩევთ საუკეთესო ვარიანტებს და ვენდობით მხოლოდ პასუხისმგებლობიან და გამოცდილ დეველოპერულ კომპანიებს.